რეკლამა (
ლათ. reclamo - „წამოვიყვირებ“) —
ინფორმაცია
გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული
საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი
ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.

ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა,
რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის
ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა,
გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა
სახეობა გამოიყენება:
ტელევიზია,
რადიო,
ფილმები,
ჟურნალები,
გაზეთები,
ინტერნეტი და
ბილბორდები. ძველ
საბერძნეთში და
რომში სარეკლამო განცხადებებს წერდნენ , ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადება
ინგლისში , რომელიც
1473 წლით თარიღდება, ხოლო
1611 წელს
ლონდონში შეიქმნა მსოფლიოში პირველი
სარეკლამო ბიურო დღეს რეკლამა განიხილება როგორც
მარკეტინგის
უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რეკლამა მეურნეობის სისტემაში- ეს არის
საინფორმაციო პროპაგანდისტული და ღონისძიებების ერთობლიობა, გამიზნული
მოსახლეობის მოთხოვნილებებზე. სარეკლამო ინფორმაცია- ეს არის პოტენციური
მყიდველების შეტყობინება საქონელთა შესახებ, მათი დანიშნულებისა და
თვისებების, გაყიდვის ადგილებისა და პირობების, აგრეთვე შეთავაზებული
მომსახურების შესახებ. საქონელთა
პროპაგანდა-ეს
არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება
მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით.
რეკლამის ძირითადი პრინციპები- გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა.
პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წლის 1 ივლისს
აშშ–ში. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს გამოჩნდა საათების მწარმოებელი
კომპანია Bulova-ს რეკლამა, რომელშიც მან 4 აშშ დოლარი გადაიხადა.
[1]
პირველი სარეკლამო გმირი, რომელიც მთლიანად
კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა (
1993 წ.), არის
თეთრი დათვი, რომელიც
კოკა-კოლას მიირთმევ
No comments:
Post a Comment